ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას შეხვედრა გაიმართა.
შეგახსენებთ, 11 აპრილს, ანტალიაში შეხვედრისას, ალიევმა ალ-შარაა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით დაპატიჟა.
4 მაისს აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია, ვიცეპრემიერ სამირ შარიფოვის ხელმძღვანელობით, სირიაში ვიზიტით ჩავიდა, რომლის მიზანი ქვეყნის აღდგენისა და განვითარების მხარდაჭერა იყო, ასევე მოქმედ გარდამავალ მთავრობასთან თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა ეკონომიკის, ენერგეტიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში.

