ღაზაში განვითარებული მოვლენების გამო, ევროკავშირი ისრაელის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ხუთი შესაძლო ზომის დაწესებას განიხილავს.
როგორც გამოცემა „ევროაქტივი“ იუწყება, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აპირებს, გამოვიდეს წინადადებით, რომელიც ღაზის სექტორში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
ევროკავშირის ლიდერები ისეთ თემებს განიხილავენ, როგორებიცაა ისრაელთან შეთანხმებების სრული ან ნაწილობრივი შეჩერება, სანქციები ისეთი პირებისთვის, როგორიცაა ისრაელის მთავრობის მინისტრები, სამხედრო პერსონალი, ასევე განიხილება სავაჭრო ზომების მიღება და იარაღის ემბარგო.
აღნიშნულ თემაზე განხილვა, სავარაუდოდ, ოთხშაბათს გაიმართება.