Anadolu-ს ცნობით, თურქეთში სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს.
ადიამანის მერი, აბდურაჰმან თუთდერე და ადანას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, ზეიდან კარალარი დილის რეიდებისას დააპატიმრეს.
ორივე მათგანი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წევრია.
რაც შეეხება მესამე დაკავებულს, ანტალიაში CHP-ის წარმომადგენელი მუჰიტინ ბოჩეკი, ანტალიის მთავარი პროკურატურის მიერ კორუფციის ბრალდებით ჩატარებული ცალკე გამოძიების ფარგლებში, კიდევ ორ ეჭვმიტანილთან ერთად დააპატიმრეს.