ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ეს არის „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი ღია კრახი“ – გრიგოლ გეგელია ეუთო-ს ანგარიშზე

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის ანგარიში მიიღო.

დოკუმენტში, რომელსაც „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ ჰქვია, საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

ზემოაღნიშნულ დოკუმენტში საქართველოს შესახებ ჩანაწერის შესაფასებლად „მეტრონომი“ „ლელოს“ წევრს, გრიგოლ გეგელიას ესაუბრა.

„ეს არის „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი ღია კრახი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ პირდაპირ თქვა, რომ ის, რაც 26 ოქტომბერს ჩატარდა, არ იყო დემოკრატიული პროცესი და მას კავშირი არ აქვს ლეგიტიმურობასთან. ასამბლეის ტექსტში არის მოწოდება, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები.
ამავე დროს, დოკუმენტში ხაზგასმითაა საუბარი პოლიტიკური დევნისა და პატიმრების საკითხის შესახებ.

ამდენად, ტექსტი ძალიან მკაცრი და მკაფიოა.

ამასთან, ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით არის განგრძობითი და ის არც შეჩერდება.

ამდენად, „ოცნების“ მოლოდინში სიტუაციის დასტაბილურებასთან დაკავშირებით, არ მართლდება და არც გამართლდება.

დასავლეთში „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ კანტი-კუნტად, ცალობით ჰყავს პარტნიორები. არც ერთი მსხვილი ინსტიტუტი, არც ერთი წამყვანი სახელმწიფო არ არის „ოცნების“ მავლებლური პოლიტიკის მხარეს.

ეს არ არის შეფასება, ეს არის ფაქტი“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ზემოაღნიშნულ დოკუმენტში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების პრობლემურობის, ასევე ახალი, სამართლიანი არჩევნებისა და პატიმრების საკითხის შესახებ.

ამასთან, ეუთო მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს ე. წ. აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის, ასევე ე. წ. დონეცკისა და ე. წ. ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება.

იტვირთბა....