ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„მოვუწოდებთ სირიის მთავრობას, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება“ – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტში, რომელსაც „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ ჰქვია, აღნიშნულია, რომ ეუთო მოუწოდებს „სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე, უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების – „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.“

„მოვუწოდებთ ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ სტაბილური, ერთიანი და ფართოდ წარმომადგენლობითი სირიის მთავრობის ფორმირებას, რომელიც მშვიდობიანად იარსებებს მეზობლებთან და უზრუნველყოფს ყველა სირიელის უსაფრთხოებას, თავისუფლებას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, და მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების – „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა”, – წერია დოკუმენტში.

იტვირთბა....