ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, მგონია, რომ ერთგვარი შოუა, რომელიც ხალხის სანახავად დადგეს” – სამადაშვილი

“ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სალომე სამადაშვილი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ერთგვარ შოუს უწოდებს, რომელიც მისი თქმით, ხალხის დასანახად დადგეს.

როგორც სამადაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ამ შოუს მიზანი მარტივია და ადვოლად იშიფრება.

როდესაც ავტოკრატიული რეჟიმი ემწყვდევა კუთხეში, იქ აუცილებლად უნდა იყვნენ დამნაშავეები, რომლებიც უნდა დაისაჯონ,- განაცხადა სამადაშვილმა.

ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, მგონია, რომ ერთგვარი შოუა, რომელიც ხალხის სანახავად დადგეს. ამ შოუს მიზანი მარტივია, როდესაც ავტოკრატიული რეჟიმი ემწყვდევა კუთხეში, იქ აუცილებლად უნდა იყვნენ დამნაშავეები, რომლებიც უნდა დაისაჯონ. ეს დამნაშავეები არიან პირველი რიგში გლობალური ომის პარტია, დიფსტეიტი, ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია, მაგრამ ასევე არიან მათ რიგებშიც. ეს არის მტრის ხატის ძებნა, რომ ყველას შესთავაზონ, მათ შორის საკუთარა მომრჩეველსაც უთხრან, რომ ჩვენ ასეთი პრინციპულები ვართ, რომ ჩვენს რიგებში ვებრძვით დამნაშავეებს. ამასთან, ავტოკრატიულ ქვეყნებში რომ შეხედო, კორუფციასთან ბრძოლა არის საყვარელი მოტივი, რომლითაც ხდება უკვე ავტოკრატიული რეჟიმის შიგნით, ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია, რა ტქმა უნდა, შენ როცა თავს სუსტად გრძნობ, კონსოლიდაცია ეს არის ბუნებრივი რეაქცია. თუ რეჟიმი თავს გრძნობს დარტყმის ქვეშ, ცდილობს უფრო მეტად შეკრას საკუთარი რიგები, სწორედ ამ პროცესებს ვუყურებთ „ოცნების“ შიგნით, – განაცხადა სამადაშვილმა.

იტვირთბა....