ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქვეყანაში ისედაც რთული მედიაგარემოა და ამ მეთოდით, პრაქტიკულად, მედია სრულიად ჩაიხსნა” – მამუკა ანდღულაძე “მეტრონომთან”

ეს შეზღუდვა მედიისთვის ისედაც რთულ გარემოს, კიდევ უფრო გაართულებს. ამით არა მარტო მედია, არამედ საზოგადოება ზიანდება,ამის შესახებ “მედიის ადვოკატირების კოალიციის” თავმჯდომარემ, მამუკა ანდღულაძემ სასამართლოში გადაღების შეზღუდვის შესახებ “მეტრონომთან” ისაუბრა.

როგორც მამუკა ანდღულაძემ განაცხადა, ამ მეთოდით, პრაქტიკულად, მედია სრულიად ჩაიხსნა.

ეს შეზღუდვა მედიისთვის ისედაც რთულ გარემოს, კიდევ უფრო გაართულებს. ამით არამარტო მედია, არამედ საზოგადოება ზიანდება, რაც გულისხმობს, რომ მედიას აღარ ექნება შესაძლებლობა შეაგროვოს ინფორმაცია საზოგადოების ინფორმირებისათვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ სასამართლო პროცესი არის მედიის ყურადღების ცენტრი და ეს პროცესები არის საზოგადოების ინტერესებში.

ქვეყანაში რთული მედიაგარემოა და ამ მეთოდით, პრაქტიკულად, მედია სრულიად ჩაიხსნა.

გარდა ამისა,  რომ მედიის როლი საკანონმდებლო დონეზე გაუარესდა, აღსრულების კუთხითაც “დრაკონულ კანონმდებლობას” გარკვეული გაუგებრობები ახლავს.
ამით არამარტო მედია, არამედ საზოგადოება ზიანდება, რადგან მათ არ ექნებათ შესაძლბებლობა აუდიო-ვიზუალური მასალით ნახონ და მოისმინონ თუ რა ხდება სასამართლო პროცესებზე.

როცა არ იყო შესაძლებლობა, მედია ფურცელზე წერდა და ისე აგროვებდა ინფორმაციას, ახლა როცა არის შესაძლებლობა და ამას ზღუდავენ, ეს რეგრესია ყველა მიმართულებით.

ყველა ვითარებაში სასამართლოს ინტერესებში უნდა ყოფილიყო, რომ მედიას გაეშუქებინა მიმდინარე სხდომები, თუკი ისინი კანონის შესაბამისად მოქმედებენ, თუმცა მედიის მიერ გაშუქებულით ვნახეთ, რომ დააფიქსირდა არაერთი პროცედურული დარღვევა და უსაფუძვლო ბრალდებები.” – განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.

შეგახსენებთ, , 2025 წლის 28 ივნისს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და შესაბამისად ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში დაჩქარებული წესით მიღებული ახალი ცვლილებები.
ცვლილებების თანახმად, იზღუდება გადაღება სასამართლოში – სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში – ფოტო-ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია.

იტვირთბა....