ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანჟეი დუდა თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა.

დუდას ჯილდო უკრაინულ-პოლონური საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის გადაეცა.

პოლონეთის ლიდერი კიევში დღეს, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ჩავიდა.

იტვირთბა....