ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ALDE-ს პარტიის საბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო

ALDE-ს პარტიის საბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია სახელწოდებით – „დემოკრატია ალყაში — საქართველოს ევროპული გზის დასაცავად!“ – მოითხოვს:

• ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას;
• 2025 წლის ბოლომდე ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას;
• ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებას;
• მიზნობრივი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილსა და მის კლანზე;
• ALDE-ს წევრი პარტიების წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ კონტაქტი „ქართული ოცნების“ რეჟიმთან;

ამასთან ერთად, დოკუმენტში ხაზგასმულია:

• ქართველი ხალხის ურყევი ერთგულება ევროკავშირისა და დემოკრატიული მომავლისადმი;
• „ქართული ოცნების“ სრული პასუხისმგებლობა დემოკრატიული უკუსვლის, 2024 წლის გაყალბებული არჩევნების, რეპრესიებისა და ანტი-ევროპული კურსის გამო;

ALDE მკაცრად გმობს:

• ლიდერების: ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ნიკა მელიას და გივი თარგამაძის პოლიტიკურად მოტივირებულ მსჯავრს.
• ნიკა გვარამიასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას.
• 60-ზე მეტი აქტივისტის დაპატიმრებას, მშვიდობიანი აქციების დარბევასა და სიძულვილის კამპანიებს ევროკავშირის წინააღმდეგ.
• ანტიდემოკრატიული კანონების მიღებას: „უცხოელი აგენტების“ და „მემკვიდრე პარტიების“ შესახებ კანონებს, რომლებიც ითრგუნავენ მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პლურალიზმის თავისუფლებებს.

შეგახსენებთ, ჰელსინკში მიმდინარე ALDE-ს ყრილობა „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაპატიმრებული ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წერილით გაიხსნა.

იტვირთბა....