“ომი კვლავ მოდაშია და ომისადმი მისწრაფება მატულობს” – ამის შესახებ რომის პაპი, ლეონ XIV-ე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრებული პრინციპი, რომელიც ერებს უკრძალავდა ძალის გამოყენებას სხვისი საზღვრების დარღვევისთვის, სრულიად ირღვევა.
ომი კვლავ მოდაშია და ომისადმი მისწრაფება მატულობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრებული პრინციპი, რომელიც ერებს უკრძალავდა ძალის გამოყენებას სხვისი საზღვრების დარღვევისთვის, სრულიად ირღვევა. მშვიდობა აღარ არის საჩუქრად და სასურველ სიკეთედ მიჩნეული. ამის ნაცვლად, მშვიდობა იარაღით მიიღწევა, როგორც საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების პირობა. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, რომელიც ყველა მშვიდობიანი სამოქალაქო თანაცხოვრების საფუძველს წარმოადგენს,” – წერს რომის პაპი ლეონ XIV-ე.

