ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-მა რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კარიბის ზღვის აუზში რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამხრეთ სარდლობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ავიამზიდ Gerald R. Ford-დან გაშვებულმა აშშ-ის ჯარისკაცებმა კარიბის ზღვაში დააკავეს ტანკერი Olina. სარდლობის ინფორმაციით, ტანკერი ინციდენტების გარეშე დააკავეს.

“კიდევ ერთხელ ჩვენი სააგენტოების საერთო ძალამ მკაფიო სიგნალი გაგზავნა დღეს დილით: “დამნაშავეებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი არ არსებობს”- ნათქვამია განცხადებაში.

შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის კრისტი ნოემის ცნობით, ტანკერი ვენესუელიდან გავიდა და ის აშშ-ის ძალებისთვის თავის არიდებას ცდილობდა.

7 იანვარს შეერთებულმა შტატებმა სანქციების დარღვევის გამო ნავთობტანკერი M/V Bella 1 ჩრდილო ატლანტიკის აკვატორიაში დააკავა

იტვირთბა....