“ქართული ოცნების” მიერ “მრავალი ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრებასა და მზია ამაღლობელის გახანგრძლივებულ წინასწარ პატიმრობას დანია მკაცრად გმობს”.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი პლატფორმა X-ზე წერს, რომ “დანია მხარს უჭერს მიზნობრივ სანქციებს”.
დანია მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ მრავალი ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრებას, სამოქალაქო საზოგადოების დევნას, დამოუკიდებელი მედიის რეპრესიებს და მზია ამაღლობელის გახანგრძლივებულ წინასწარ პატიმრობას. დანია მხარს უჭერს მიზნობრივ სანქციებს“, – განაცხადა რასმუსენმა.
ცნობისთვის, დღეს, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გივი თარგამაძეს 7 თვით პატიმრობა მოუსაჯა, ასევე პოლიტიკოს 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავებაც. ამასთან, სასამართლომ, ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო 7 თვიან პატიმრობაში არის კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.

