დღეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.
„მეტრონომი“ დაუკავშირდა აღნიშნული კოალიციის კიდევ ერთ ლიდერს, თენგო თევზაძეს და მას ჰკითხა – სადამდე შეიძლება გაგრძელდეს დაპატიმრებები და რა შეიძლება იყოს ის ფაქტორი, რაც „ქართულ ოცნებას“ შეაჩერებდა?
„ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ პატრიოტი ადამიანები გამოამწყვდიოს ციხეში, იმიტომ რომ მას დარჩა ერთადერთი გზა – ძალმომრებისა და რესპრესიების.
თუმცა ამის არავის არ ეშინია და თქვენ ხედავდით, რომ პოლიტიკური ლიდერების ნაწილი თავისი ფეხით მიდიოდნენ საპატიმროში ან პოლიციაში, ნაწილი კი რეკავდა პოლიციაში და ეუბნებოდა თავის ადგილსამყოფელს.
ერთი, რაც არის აქ მთავარი, ბიძინა ივანიშვილს აქვს მთავარი პრობლემა – აღიარება. ეს მისი წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებებიდანაც ჩანს. მათ პირდაპირ დააანონსეს, რომ ვინც პარლამენტის ლიგიმიტაციას არ აღიარებდა, დაიჭერდა.
მაგრამ ჩვენ ვიქნებით პრინციპულები არაღიარებისა და ართანამშრომლობის მიმართულებით.
მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება და დაპატიმრებული ადამიანები ამ ყველაფერს გაუძლებს და, საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ამ ქვეყნიდან ან გაქცევა, ან ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხისგება“, – განაცხადა თენგო თევზაძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.
ჩვენს კიდევ ერთ კითხვაზე – აშინებს თუ არა „ქართულ ოცნებას“ საგარეო ფაქტორები, მათ შორის სანქციები? – გვიპასუხა შემდეგი:
„მათ განცხადებები და პანიკური მოქმედებები ცხადყჰოფს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სანქციები აშინებთ და ძალიან დიდ დისკომფოტს უქმნით.
ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველო მოაქციოს იზოლაციაში. მას უნდა აი, რაღაც ნახევრად ბელარუსული და ნახევრად ასადური სირიის რეჟიმის შექმნა საქართველოში, რაც არ გამოუვა, ეს გამორიცხულია.“

