„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა მელიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, 8 თვით პატიმრობა მიესაჯა.
ამასთან, მას 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.
შეგახსენებთ, მელიამ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული 50 000-ლარიანი გირაო არ გადაიხადა.
მელია 29 მაისს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით, დააკავეს.

