“ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ მიიღო ცვლილებები, რომლითაც მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად იზღუდება.
ცვლილებების მიხედვით, იზღუდება როგორც სასამართლოს შიგნით სივრცეში, ასევე ეზოსა და დერეფნებში გადაღება.
პროცესების გაშუქების უფლებამოსილება მიენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ დადგენილ უფლებამოსილ პირს.
ამავე კანონპროექტის მიხედვით, ვიდეო/ აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია დასაშვები იქნება იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით.
გარდა ამისა, სასამართლოს შეეძლება სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტოკამერის/ვიდეოკამერის და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.

