ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„მნიშვნელოვანია ევროკავშირის ასეთი მხარდაჭერის ადეკვატურად გამოყენება მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას“ არ სურს უკან დახევა“ – თეონა აქუბარდია „მეტრონომთან“

„მეტრონომი“ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრს, თეონა აქუბარდიას დაუკავშირდა.

ჩვენ პოლიტიკოსს ვკითხეთ – რა რეალური ბერკეტები აქვს დასავლეთს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოსახდენად? 

„ის, რასაც აკეთებს დასავლეთი, ანუ ამ ხნის განმავლობაში, ე. წ. პარლამენტის ლეგიტიმაციის არცნობა, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ვხედავთ, რომ დასავლეთს  პირდაპირი კონტაქტები შეჩერებული აქვს “ქართულ ოცნებასთან”,  სანქცირებულია ბიძინა ივანიშვილი და არაერთი მოსამართლე, ასევე გომელაური, რომელიც ღირსების ორდენით დააჯილდოვეს და შემდეგ მოიცილეს.

რა თქმა უნდა, ბევრი შესაძლებლობა აქვს დასავლეთს,  რათა რეჟიმის ჩამოიშალოს და საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას.

გარდა იმისა, რომ სანქციები გაგრძელდება მათი მხრიდან, გვაქვს „მეგობარი აქტი“, რომელსაც სენატში დარჩა საბოლოო კენჭისყრა და ტრამპის ხელმოწერა.

მაშინ, როცა უკვე არის დოკუმენტი, რომელიც დამატებით ღონისძიებებს განიხილავს “ოცნების” წინააღმდეგ,  ეს არის დამატებითი ბერკეტი.

ასევე მნიშვნელოვანია ბრიტანეთის სანქციები – ინდივიდუალური სანქცია ყველა მაღალჩინოსნისთვის.

მნიშვნელოვანია ევროკავშირის ასეთი მხარდაჭერის ადეკვატურად გამოყენება მაშინ, როცა რეჟიმს არ სურს უკან დახევა არც სანქციების და არც სხვა ზომების ფონზე“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....