ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს.

პატიმრის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებელი რამდენიმე დღის წინ შევიდა და ოქრუაშვილს ახალი ბრალი გააცნო.

„სულ რამდენიმე დღის წინ, გამომძიებელი შესულა ირაკლი ოქრუაშვილთან და ორი წლის წინანდელ, რაღაც ბანალურ, ყოფით თემაზე ბრალი წაუყენებიათ.

ახლა დეტალები არ ვიცი, ჩავერთვები საქმეში და გავარკვევ, უბრალოდ ესეც ნიშნადობლივია, ასეთ დროს ორი წლის წინანდელ ყოფით თემაზე, სამეზობლოში რაღაც შელაპარაკებაზე დღეს უყენებენ ბრალს. დეტალები არ ვიცი, სასამართლო ვიცი უკვე წინასწარ, რა განაჩენსაც მიიღებს“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ოქრუაშვილს, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს არგადახდის მოტივით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იტვირთბა....