ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს გირაოს გადაუხდელობის გამო პატიმრობა შეეფარდა.

საქმე ეხება “საგამოძიებო კომისიას”, სადაც ოქრუაშვილი 26 მარტს იყო დაბარებული, თუმცა მან მისვლაზე უარი განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილს “საგამოძიებო კომისიაზე” გამოუცხადებლობისთვის, 8 აპრილს, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა, რომელიც 8 მაისს ამოიწურა.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

იტვირთბა....