ისრაელი დათანხმდა ირანთან ცეცხლის შეწყვეტას, – ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.
„ოპერაციის მიზნების მიღწევის გათვალისწინებით და პრეზიდენტ ტრამპთან სრული კოორდინაციით, ისრაელი დათანხმდა პრეზიდენტის წინადადებას ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, – წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.
გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტას, ისრაელი მაშინვე უპასუხებს.
“ისრაელი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს თავდაცვის სფეროში მათი მხარდაჭერისა და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრაში მონაწილეობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

