მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა გადაისინჯა.
ცნობისთვის, 18 მარტს ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
პროკურატურა ამაღლობელს პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა.

