ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი “კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
“მას მხოლოდ ერთი რამ აქვს: დონალდ ტრამპი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, “დონალდ ტრამპი რომ არა, ეს სრული კატასტროფა იქნებოდა“.
“ეს მანაც იცის და ევროპელმა ლიდერებმაც იციან. ეს ყველამ იცის“ – განაცხადა ტრამპმა.

