ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

1 წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უსამართლოდ დააპატიმრეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით – “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“

1 წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უსამართლოდ დააპატიმრეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით – აღნიშნულის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს.

“დაპატიმრებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შემდეგ, მზია პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა საქართველოში, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აღრმავებს ავტორიტარულ რეპრესიებს განსხვავებული აზრის მიმართ, ხოლო დამოუკიდებელი მედია გადარჩენის ზღვარზეა“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

იტვირთბა....