ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

დღეს, დბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეხვედრაზე ექვს პუნქტიანი გეგმით შედის.

ცნობილიამ რომ მინისტრები იმსჯელებენ ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციაზე, სანქციების დაწესებაზე და სიაშია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე.

ლიეტუვას ინიციატივით ჩვენ ვთავაზობთ საბჭოს 6 პუნქტიან გეგმას, როგორ უნდა გავაგრძელოთ საქართველოსთან მუშაობა, რადგან ჰუმანიტარული მდგომარეობა იქ უარესდება. ამიტომ ახლა სწორი დროააამის გასაკეთებლად. ჩვენ უკვე გავავრცელეთ ჩვენი შეთავაზება და ამ საკითხზე კოლეგებთან ერთად ვიმსჯელებთ. სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებითი დახმარების გაწევით დაწყებული, უვიზო რეჟიმის გადახედვით დამთავრებული, – განაცხადა კიასტუტის ბუდრისმა.

იტვირთბა....