„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მას სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძეს კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, რის გამოც მას აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ჯაფარიძემ გირაო არ გადაიხადა და ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

