ირანის საგარეო მინისტრი ვლადიმერ პუტინს შეხვდება – აბას არაღჩის განცხადებით ის მოსკოვში ჩაფრინდება, სადაც რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება.
როგორც ირკვევა არაღჩი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ორშაბათს გეგმავს.
მისი თქმით, აშშ-მა აჩვენა, რომ არ სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს:
“მათ მხოლოდ მუქარისა და ძალის ენა ესმით“ – განაცხადა არაღჩიმ.

