ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება უკრაინის ომი

„უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ნაცვლად, 20 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადმოგვცეს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ნაცვლად, მათ რუსებმა 20 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადასცეს.

„გვითხრეს, რომ ეს ცხედრები მხოლოდ უკრაინელებსა და მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნოდა. მაგრამ ეს ტყუილია. ამ ცხედრებს რუსული პასპორტებიც კი აქვთ. მათ იმის შემოწმებას კი არ შეუძლიათ, თუ ვის აგზავნიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ჯარისკაცისა და ჩვენი გმირების ცხედრების დაბრუნება გვსურს. მაგრამ, რაოდენობის გამო რუსების დაბრუნება არ გვინდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ „სუმის ოლქში არსებული ვითარება რუსებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს“.

„მათ სუმისა და ხარკოვის ოლქებში წარმატების „გაყიდვა“ სურთ. რადგან თუ შესაბამის წარმატებას ვერ აჩვენებენ, პრეზიდენტი ტრამპი სანქციებით მათზე ზეწოლას მოახდენს. მიმდინარე კვირაში ისინი სუმის მიმართულებით 200 მეტრით წინ წავიდნენ, მაგრამ ჩვენ 200-400 მეტრით უკან დახევა ვაიძულეთ“, – თქვა ზელენსკიმ.

იტვირთბა....