ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელის საქმესა და მედიის თავისუფლებაზე რეზოლუცია დაამტკიცა.
აღნიშნულ თემაზე “მეტრონომი” პოლიტიკოს დავით ზურაბიშვილს დაუკავშირდა.
ზურაბიშვილის აზრით, ასეთი რეზოლუციები ადრეც მიუღიათ , უფრო მკაცრიც კი, თუმცა ხელისუფლება რა პოლიტიკასაც ატარებდა, იგივეს ატარებს.
“ასეთი რეზოლუციები ადრეც მიუღიათ , უფრო მკაცრიც კი, თუმცა ხელისუფლება რა პოლიტიკასაც ატარებდა, იგივეს ატარებს. ის, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია რაიმე ზეგავლენას ახდენდეს ასე არ არის. პირიქით, ხელისუფლება ამას ხშირად იყენებს პროპაგანდისთვის, იმიტიმ, რომ რეზოლუციაში მუდმივად არის სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა.
ისე გამოდის, რომ ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციებს, თუმცა რეზოლუციების მიხედვით არავინ მოქმედებს. ეს არის მაქსიმუმი, რაც ევროპარლამენტს შეუძლია რომ გააკეთოს.”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

