ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დაჟინებით მოვითხოვე მკაცრი სანქციების დაწესება რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დემოკრატიას ახშობს” – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროპარლამენტი ითხოვს “ბათუმელები/ნეტგაზეთის” დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.

ევროპარლამენტმა ახლახან საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუცია მიიღო. როგორც „კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფის მთავარმა მომლაპარაკებელმა ამ რეზოლუციის შესახებ, დაჟინებით მოვითხოვე ყოვლისმომცველი და მკაცრი სანქციების დაწესება საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დემოკრატიას ახშობს. ევროპარლამენტი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების დასრულებას, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონების გაუქმებასა და ქართული დემოკრატიის აღდგენას მოითხოვს“, – წერს რიჰარდს კოლსი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ  ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი გმობს “ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაათავისუფლოს ამაღლობელი და მის წინააღმდეგ ყველა ბრალდება უკან გაიწვიოს.

გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს ს გააძლიეროს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარება.

იტვირთბა....