ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ქართული ოცნება“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს – შესაბამის უფლებამოსილებას მთავრობა განახორციელებს

„ქართული ოცნება“ პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს.

საბჭოს უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს.

ინიცირებული ცვლილების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმდება და მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს.

პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შევა.

იტვირთბა....