ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს” – აშშ-ის ჰელსინკის კომისია

საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს, – აცხადებს აშშ-ის ჰელსინკის კომისია.

კომისიის თქმით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება დეკოკრატიისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მაგალითია.

200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს ამის კიდევ ერთი მაგალითია. „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჰელკინკის კომისიის გამოხმაურება თან ერთვოდა სენატორ ჯინ შაჰინის პოსტს, სადაც მან დაწერა, რომ “თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის გატაცება  დემოკრატიაზე დარტყმაა.

იტვირთბა....