ნატო-ს ერთი წევრის მეორე წევრზე თავდასხმა სამყაროს დასასრული იქნება, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპა გრენლანდიის საკითხის ირგვლივ ერთიანი დარჩეს.
„ნატო-ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ მიტაცების მცდელობა პოლიტიკური კატასტროფა იქნებოდა. ეს ჩვენთვის ცნობილი სამყაროს დასასრული იქნება“ – განაცხადა ტუსკმა.
ასევე, ტუსკის ცნობით, პოლონეთი გრენლანდიაში წვრთნებისთვის სამხედროებს არ გაგზავნის.

