ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

4 ოქტომბრის საქმეზე არსებობს პროპაგანდისტულად შეთითხნილი ბრალი, მიუხედავად უკანონო ტყვეობისა, ისინი მხნედ გამოიყურებიან და ძალას გვაძლევენ თანამებრძოლებს – ირაკლი ფავლენიშვილი

4 ოქტომბრის საქმეზე არსებობს პროპაგანდისტულად შეთითხნილი ბრალი, მიუხედავად უკანონო ტყვეობისა, ისინი მხნედ გამოიყურებიან და ძალას გვაძლევენ თანამებრძოლებს – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

“სასიხარულოა, რომ მიუხედავად უკანონო ტყვეობისა, ისინი მხნედ გამოიყურებიან და მოტივაციას, ძალას გვაძლევენ თანამებრძოლებს. პირდაპირ ჰქონდათ გაცხადებული, რომ ეს იყო სახალხო კრება, რითაც უნდა მომხდარიყო კიდევ უფრო დელეგიტიმაცია. მოხდა დელეგიტიმაცია იმ ფარსის, რასაც იმ დღეს აპირებდა „ოცნება“, თითქოს რაღაც მუნიციპალური არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ქვეყანაში, საერთაშორისო პარტნიორებზე უნდა გაეყიდათ, რომ საარჩევნო პროცესი ისევ მიმდინარეობს ქვეყანაში. ფაქტობრივად, იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში, ვიდრე საარჩევნო უბნებზე“ – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

იტვირთბა....