აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

თურქეთი ესტონეთსა და რუმინეთში ავიაგამანადგურებლების განთავსებას გეგმავს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთი ესტონეთსა და რუმინეთში, NATO-ს გაძლიერებული საჰაერო პატრულირების მისიის ფარგლებში, ავიაგამანადგურებლების განთავსებას გეგმავს.

სამინისტროს ყოველკვირეული ბრიფინგის თანახმად, თურქეთი ესტონეთში ოთხთვიან მისიას გეგმავს. ესტონეთის მისია 2026 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე გაგრძელდება, რასაც რუმინეთში – 2026 წლის დეკემბრიდან 2027 წლის მარტამდე მორიგი როტაცია მოჰყვება.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთს NATO-ს საჰაერო პატრულირების ოპერაციებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მისიების მიზანი მშვიდობიან პერიოდში მოკავშირეთა საჰაერო სივრცის დაცვაა.

NATO-ს გაძლიერებული საჰაერო პატრულირების მისია გასულ წელს რუსეთის მიერ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, მოკავშირეების საჰაერო სივრცის დარღვევის გახშირებულ შემთხვევებს უკავშირდება.

იტვირთბა....