ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ირანის რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია” – ნეთანიაჰუ

ირანის რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია, – განაცხადაისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

„არ მიკვირს, რომ ირანელებს ცეცხლის შეწყვეტა სურთ – ჩვენ ძლიერად ვურტყამთ მათ. მოლაპარაკებებს შანსი მივეცით, მაგრამ ამავე დროს დიქტატორმა აიათოლამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ისრაელი განადგურდება. ჩვენ სამი მიზნის მიღწევას ვცდილობთ: მათი ბირთვული პროგრამის ლიკვიდაცია, ტერორის ღერძის დემონტაჟი და მათი რაკეტების წარმოების შესაძლებლობების განადგურება. ჩვენ კარგად ვართ კოორდინირებულნი აშშ-თან“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

„ისრაელის ხალხი ამ მიზნებზე ნაკლებს არ დასჯერდება. რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია“, – დასძინა მან.

იტვირთბა....