ისრაელის საელჩოების მიერ გავრცელებული განცხადებების თანახმად, ქვეყანა მთელ მსოფლიოში დიპლომატიურ მისიებს ხურავს.
ამ ეტაპისვის სალჩოები უკვე დაიხურა შვედეთსა და გერმანიაში.
საქართველოში ისრაელის საელჩოს ცნობით, საელჩო დაკეტილია და ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურებაც.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე მოვლენებია.
შეგახსენებთ, ისრაელმა დღეს განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.
ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება.

