“ივანიშვილის კენგურუს სასამართლომ 21 წლის უდანაშაულო აქტივისტს, მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა” – ასე ეხაურება ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი მოსამართლე გალუსტაშვილის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას.
ამერიკელი კონგრესმენი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მოსამართლე “ნინო გალუსტაშვილი და ამ საზარელი დანაშაულის სხვა მონაწილეები სანქციების ქვეშ უნდა აღმოჩნდნენ”.
ივანიშვილის კენგურუს სასამართლომ 21 წლის უდანაშაულო აქტივისტს, მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავისი ქვეყნის, საქართველოს თავისუფლება სურდა. ნინო გალუსტაშვილი და ამ საზარელი დანაშაულის სხვა მონაწილეები სანქციების ქვეშ უნდა აღმოჩნდნენ”. – წერს ჯო უილსონი.

