პატიმარი ვეფხია კასრაძე “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივნის მოადგილე გახდება – ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კუპრაძის თქმითვე, ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლუკა ნაცვლიშვილი გახდება, ხოლო ოთო ფარულავა გენერალური მდივნის მოადგილე, საორგანიზაციო და პარტიული სტრუქტურების მიმართულებით.

