ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა” – სალომე ზურაბიშვილი

ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითიც თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევებას გამოეხმაურა.

“ქვეყანა, რომელიც სხვა სახელმწიფოში საკუთარ მოქალაქეს იტაცებს ყოველივე სამართლებრივი პროცედურების (ექსტრადიის) უგულვებელყოფით , რომელიც ღამით მალულად და მისი დამცვლელების გაუფრთხილებლად აძევებს თემურ ქათამაძეს …ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა. რა დავარქვათ მას ეს საკითხი კი ღიაა!” – დაწერა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ თემურ ქათამაძე თურქეთში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მისი დეპორტაცია გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

იტვირთბა....