ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჯერჯერობით ევროპასთან სამომავლო შეთანხმებებში საერთო ენა არ ჩანს, ევროპა კვლავ ომზეა ორიენტირებული” – პერსკოვი

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ორბანმა განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული შეთანხმება უნდა დადოს.

პესკოვის თქმით, ჯერჯერობით ევროპასთან სამომავლო შეთანხმებებში საერთო ენა არ ჩანს, რადგან ევროპა კვლავ ომზეა ორიენტირებული.

„ჯერჯერობით ევროპასთან სამომავლო შეთანხმებებში საერთო ენა არ ჩანს, ევროპა კვლავ ომზეა ორიენტირებული, ევროპა, ასე ვთქვათ, მილიტარისტულ ყოყოჩობაშია ჩართული და საერთო ენის ძიების სურვილის აბსოლუტურად არანაირი სიგნალი არ არსებობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც ამას ხვდებიან, ადასტურებენ, რომ ადრე თუ გვიან, ევროპაში საერთო უსაფრთხოების არქიტექტურაზე ფიქრი საჭირო გახდება. ამას ვერსად გაექცევი“, – აღნიშნა პესკოვმა.

იტვირთბა....