უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინას თავდაცვის სრული უფლება აქვს.
“უკრაინას აქვს თავდაცვის სრული უფლება. უფრო მეტიც, ის ამას გმირულად აკეთებს. ვერც ევროპელები და ვერც უკრაინელები ვერ შეძლებენ რუსებთან შეთანხმების მიღწევას, უკრაინელები იმიტომ, რომ ისინი ამ ომს წააგებენ, ევროპელები კი იმიტომ, რომ ისინი ზედმეტად არიან ჩართულები ამაში. სინამდვილეში საჭიროა შეთანხმება რუსებსა და ამერიკელებს შორის” – თქვა ორბანმა.
ორბანმა ასევე განაცხადა, რომ არ ღელავს რუსეთის მიერ NATO-ს ქვეყნებზე შესაძლო თავდასხმის გამო და დაამატა, რომ რუსები ამისთვის ძალიან სუსტები არიან, რადგან მათ უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლიათ.