ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს არის სრული კონტროლის მცდელობა. რეჟიმი გვაჩვენებს, ყოველღიურად როგორი შეშინებულია თვითონ” – ზურაბიშვილი იოსელიანის გატაცების საქმეზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კოტე იოსელიანის გატაცების საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის სრული კონტროლის მცდელობა.

ზურაბიშვილის თქმით, რეჟიმი გვაჩვენებს, ყოველღიურად როგორი შეშინებულია თვითონ, როგორი არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს.

არ შეიძლება, რომ არ ვიყოთ ყველანი შეშფოთებულები იმით, რაც მოხდა კოტე იოსელიანის შემთხვევაში, ეს გატაცება, მუქარა, თუ რაც იყო, იმიტომ, რომ ადამიანმა მოსაზრება, შესაძლოა, არაკორექტული, გამოთქვა 8 წლის წინ და ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს, არის განაჩენი ამ რეჟიმისთვის. რეჟიმი გვაჩვენებს, ყოველღიურად როგორი შეშინებულია თვითონ, როგორი არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს არა მხოლოდ ლაპარაკი, თუნდაც ფეისბუქპოსტებზე რაღაცების დაწერა. ეს არის სრული კონტროლის მცდელობა, უკვე გადავედით ჩრდილო კორეის დონეზე. ეს მხოლოდ და ამხოლოდ სისუსტის ნიშანია. არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც გააჩნია შიდა იმპერია, რომელსაც აქვს მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის, რაც არ უნდა დიქტატორული იყოს რეჟიმი, მაგრამ თუ აქვს, ოდნავ მაინც, საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერა, ასე არ იქცევა და არ სჭირდება, რომ ასე მოიქცეს, ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავგმოთ ეს მოქმდება, მეორეს მხრივ კი ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი,” -განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 ივნისს, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს, 7 წლის წინ მის პერსონალურ ცხოვრებაზე გაკეთებული კომენტარის გამო, რომელზეც საჯარო ბოდიში ადრევე მოხდილი ჰქონდა.

დღეს კი თინა ბოკუჩავამ გამართულ ბრიფინგზე მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ გავრცელებულ საბოდიშო ვიდეოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვიდეოს ჩაწერამდე მის მეუღლეს საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და შემდეგ გაიტაცეს.

იტვირთბა....