ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თავი სამართალდამრღვევად არ მიმაჩნია, იმიტომ, რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის” – მზია ამაღლობელი

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სხდომა მიმდინარეობს, სადაც ამაღლობელმა განაცხადა, რომ თავი სამართალდამრღვევად არ მიაჩნია, იმიტომ, რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის.

მისივე თქმით, სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც უკანონოდ დააკავეს.

არ ვიცი სამართალში პრაქტიკაში როგორაა, მაგრამ ერთ შემთხვევაზე, სტიკერის გაკვრაზე, მეორედ რომ მასამართლებენ, ეს უსამართლოდ მიმაჩნია და მინდა იცოდეთ. შეურაცხმყოფლად მიმაჩნია ასევე ის, რომ იერსახის დამახინჯებას მედავებიან. იმ ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი, ბათუმში, ადმინისტრაციაში ჩემი ხელმოწერით არაერთი განცხადებაა შეტანილი და ნებართვაც მაქვს მოპოვებული, როცა ვიცოდი, რომ რაღაცისთვის ნებართვის მოპოვება მჭირდებოდა. არ მიმაჩნია სამართალდამრღვევად თავი, იმიტომ, რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის და მით უფრო, ჩემს შემთხვევაში. „იფიცება საქართველო“ ძალიან კეთილშობილური მესიჯია. ეს სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. სტიკერი გავაკარი და ეს იყო გამოხატვა, სოლიდარობის და პროტესტის ფორმა“,- განაცხადა მზია ამაღლობელმა.

შეგახსენებთ, ჟურნალისტს 12 იანვარს, აჭარის პოლიციის სამმართველოს დამხმარე შენობაზე სტიკერი გაკვრას ედავებიან.

მზია ამაღლობელს ასევე ედავებიან “პოლიციელზე თავდასხმას”.

ის წინასწარ პატიმრობაშია ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....