“ობობას ქსელის” ოპერაციის საპასუხოდ, რუსეთი კიევის სამთავრობო შენობებზე იერიშს გეგმავს – ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათი თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინისადმი დაპირებული სპეცოპერაციის შურისძიება ჯერ სრულად არ დაწყებულა და მოსალოდნელია, რომ ის მასშტაბური და მრავალმხრივი შეტევა იქნება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით, გაურკვეველია რუსეთის პასუხის ზუსტი დრო. ერთმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ ეს შესაძლოა რამდენიმე დღეში მოხდეს, მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის თავდასხმა “ასიმეტრიული” იქნება.