კოლუმბიაში პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს ესროლეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის თქმით, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული ცენტრის“ წევრს, სენატორსა და პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს, 39 წლის მიგელ ურიბეს ბოგოტაში, საარჩევნო კამპანიის დროს ესროლეს.
“ურიბეს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ კვლავ კრიტიკული“ – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, ლუს ადრიანა კამარგომ.