ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

ებრაული გამოცემა Ynet-ის ცნობით, ბენ გურიონის აეროპორტის სასაზღვრო სამსახურმა ამ კვირაში საქართველოს 8 მოქალაქის ისრაელში უკანონო შესვლის მცდელობა აღკვეთა.

რვა ცალკეულ შემთხვევაში, 40-50 წლის ასაკის 4 მამაკაცი და 4 ქალი დააკავეს, როდესაც ისინი ყალბი ისრაელის პასპორტებით ქვეყანაში შესვლას ცდილობდნენ.

აღნიშნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში სხვადასხვა რეისით ჩაფრინდნენ, უკვე დეპორტირებულნი არიან.

იტვირთბა....