ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა.

თანამშრომლებს ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.

ირაკლი ფურცელაძეს, კერძო სექტორში, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2011 წლიდან – 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში „ავერსი-ფარმა“, მუშაობდა, სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე. იყო ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი. მანამდე კი, 2016-2018 წლებში, ხელმძღვანელობდა სადაზღვევო კომპანია „ალფას”.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თანამდებობა 2022 წლის 5 აგვისტოს დატოვა, ამ დრომდე ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას პაატა იმნაძე ასრულებდა.

იტვირთბა....