Reuters.com-ის ცნობით, პაკისტანის სამხრეთით, ქალაქ კარაჩიში მდებარე მალირის ციხიდან, მიწისძვრის დროს 200-ზე მეტი პატიმარი გაიქცა.
შემთხვევა გუშინ, 2 მაისს, მოხდა.
რყევების დროს პატიმრებმა საკნების ლუქები გატეხეს და ფანჯრებიც ჩალეწეს.
მალირის ციხე სამხ. პაკისტანში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პენიტენციური დაწესებულებაა, რომელიც 6 000-მდე პატიმარს იტევს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ 80 პატიმრის დაჭერა და ციხეში დაბრუნება მოახერხა, თუმცა 130-ზე მეტ პატიმარს, ამ დრომდე ეძებენ.

