ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ეს ვერ მივაღწიეთ, მაშინ ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები” – ზურაბიშვილი

ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ეს ვერ მივაღწიეთ, მაშინ ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “წინააღმდეგობის პლატფორმის” სახელით ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ეს პოზიცია არ შეიცვლება და ამ მოთხოვნასთან ერთად, პატიმრების გათავისუფლება იქნება მთავარი საკითხი.

“მინდა, გაგიმეოროთ ძალიან მკაფიოდ რა არის წინააღმდეგობის პლატფორმის ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია არჩევების შესახებ – ეს პოზიცია უცვლელია. ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ეს ვერ მივაღწიეთ, მაშინ ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები.

ეს არის მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება, მეორე მოთხოვნასთან ერთად, რომელიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუს-ის კონტროლის ქვეშ. […] როგორ მივაღწევთ არჩევნებს – ეს არის რეჟიმის რყევა, რომელიც გრძელდება, ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებებს,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....