ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო “კოალიცია – ცვლილებისთვის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება და პლატფორმა X-ზე წერს:
„ჩვენ ვგმობთ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას და მოვითხოვთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიები შეწყვიტოს. ჩვენ ევროპული ღირებულებების დამცველ ქართველ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ“, – წერს ლიეტუვის საგარეო უწყება.

