სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა.
შეხვედრაზე განიხილებოდა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული დეტალები, ასევე გაიჟღერა იდეამ, დაპირისპირებული მხარეების ლიდერების შეხვედრასთან დაკავშირებით.
უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრ დიაკოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა და სხვები.
რაც შეეხება რუსეთს, მათ შემადგენლობაში არიან ის წევრები, რომლებიც პირველი რაუნდის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ – დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან : საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ ფომინი.

